საქართველოში იმყოფებიან ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს პარლამენტში ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, გივი მიქანაძეს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი საკითხი საარჩევნო კოდექსი და მასში განსახორციელებელი ცვლილებებია. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.