„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, რეგიონული ლიდერები, პარლამენტის ფრაქციის აპარატის თანამშრომლები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ეუთო/ოდირის ვარშავის ოფისთან თანამშრომლობით, ისინი პარტიის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობა და აღნიშნული პარტიაში შიდა დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას უკავშირდება.