ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა სამოქალაქო პლატფორმა „20/20“. ისაუბრეს წინასაარჩევნო გარემოზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც, მათი თქმით, ახორციელებს ხელისუფლება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. აქცენტი გაკეთდა მოსყიდვისა და დაშინების შემთხვევებზე. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართა.