ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და პარტიის წევრი, თინა ბოკუჩავა ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენელებს ხვდებიან. სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში იმყოფება საქართველოში. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.
აუდიენციის მსჯელობის საკითხი წინასაარჩევნო გარემო იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელებს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის შესახებაც მიაწვდიან.