„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიგი წერეთელი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასა და მის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და კოალიციის საარჩევნო კამპანიის სტრატეგია გააცნეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში, როგორიცაა ეუთო/ოდირი, მნიშვნელოვანია, რათა ქართველ ხალხთან ერთად დაიცვას ის არჩევანი, რომელსაც ის 26 ოქტომბერს გააკეთებს.