ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები იქნება. წინა შეხვედრიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების და გრემის ხევთან განახორციელეს.
ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს რვა მოქალაქე რჩება.
ნინო ფისაძე გვეტყვის დეტალებს. #მოამბე