შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება.

ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება. სწორედ მათი გათავისუფლების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს ქართული მხარე, ასევე გააპროტესტებს საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.