ორთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 108-ე შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესი, რომლიც განსაკუთრებით გააქტიურებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში. ქართულმა მხარემ მთავარი აქცენტი გააკეთა უკანონოდ დაკავებული საქართვლოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება. შეხვედრის შემდეგ სუს-ის წარმომადგენელმა განაცხდა, რომ ამ კუთხით არის პროგრესი, თუმცა არ დაუკონკრეტებია თარიღი, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. მისივე ინფორმაციით იმსჯელეს ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე. დე ფაქტო რეჟიმმა დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნა, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.