ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე იმსჯელა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე.
საუბრის თემა გამომწვევი მიზეზები და ვითარების გაუმჯობესების გზები იყო. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოშლილია სამართალდამცავი ინსტიტუტები, რაც კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას იწვევს.