შეხვედრა ექსპერტებთან

„რეფორმების ლაბი“, – ასე ეწოდება ახალ პროექტს, რომელიც სხვადასხვა დარგის ექსპერტებს აერთიანებს.

აღნიშნული ჯგუფი პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ სტრატეგიის შემუშავებაში დახმარებას სთავაზობს. პირველი შეხვედრა „სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“ „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან გაიმართა. ანალიტიკოსების თქმით, ისინი შეხვედრას ყველა პროდასავლურ პარტიასთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ გეგმავენ.