შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით შთამბეჭდავად შეაფასა. გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მან  დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. პრემიერის შეფასებით, EBRD-ის როლი კერძო სექტორის მხარდაჭერაში განსაკუთრებით ხაზგასასმელია. შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებიც მონაწილეობდნენ, სადაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებსა და პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენაში EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

მოამბე