შეხვედრა ძალოსანთა ეროვნულ ნაკრებთან

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე 20 და 23 წლამდე ასაკის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, საექიმო ჯგუფისა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება და 2026 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვებაც მიულოცა. ევროპის პირველობა ბათუმში გაიმართება. პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა 38 მედალი მოიპოვა – ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში, 6 ოქრო, 20 ვერცხლი და 12 ბრინჯაო. საქართველომ გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ძალოსნებმა ხელი მოაწერეს ფინკას, რომელიც ქართული სპორტის მუზეუმს გადაეცემა.