„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი სოფელ ჯოყოლოში პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
განხილვის საკითხი ხეობაში ჰესების დაგეგმილი მშენებლობა იყო. „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსახლეობას გამოკითხვის ფურცლის შევსება სთხოვა, სადაც პირადი მონაცემების დაფიქსირების შემდეგ უნდა გასცენ პასუხი კითხვას, სურთ თუ არა პანკისის ხეობაში აშენდეს ჰიდროელექტროსადგური. დავით თარხან-მოურავი განმარტავს, რომ გამოკითხვის შედეგად გაირკვევა ჰესის აშენების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა და განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო გეგმა.