„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ დიპკორპუსს მიაწვდის ინფორმაციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ ცვლილებებზე უნდა არსებობდეს საზოგადოების კონსენსუსი და პროცესში საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს.