შეხვედრა დიპლომატებთან - უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან. პარტიის თავმჯდომარემ და სამდივნოს წევრებმა დისკუსიის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, რომლიც შიდაპარტიულ საკითხებს ეხებოდა. აქცენტი გაკეთდა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრას ყოფილი თავმჯდომარე არ ესწრებოდა, რაზეც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დისკუსია მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან დაიგეგმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მომდევნო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიები საერთო სტრატეგიისა და საერთო გეგმის გარშემო გაერთიანდნენ, რაც გულისხმობს არა კოალიციურად მონაწილეობის მიღებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას.