ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. უწყებების კოორდინირებულმა მუშაობამ არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა უნდა უზრუნველყოს. დღესვე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან.