აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრები დაიწყეს. საბურთალოს რაიონში, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საერთო საცხოვრებელში განსახლებულ დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრაზე მინისტრებმა იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს და პირადად მოისმინეს ადგილზე არსებული საჭიროებები. დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.