დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დევნილ ოჯახებს ესტუმრა.
ირაკლი მხეიძე მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და შობა-ახალი წელი მიულოცა. საჯაიებისა და რურუების აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წელს გადასცა. მათ ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებლები არ ჰქონდათ და ქირით ცხოვრობდნენ. წელს კი პირველად შეხვდნენ ახალ წელს საკუთარ სახლებში. როგორც ირაკლი მხეიძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან, სამი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ბინები და სახლები 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა.