„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ლიდერები ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდნენ. ისაუბრეს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ საარჩევნო კომისიის წევრობის გაუქმებაზე. მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს შენიშვნები გააცნეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების განმარტებით, 2021 წელს საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დროს წევრის დანიშვნის უფლება მათ უკანონოდ ჩამოერთვათ.