გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს. დისკუსია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეებთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აუდიენციას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ესწრებოდა გერმანიის ელჩიც. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. დილიდან კი შეხვედრა შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან.