შეხვედრა ბიზნესსექტორთან

საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა და „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტურიზმის, ისე სამრეწველო სექტორში.