შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან ზუგდიდში

ზუგდიდში, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მსჯელობის თემა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებული სიახლეები იყო. უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს საკანონმდებლო ცვლილებებზე და კანონით განსაზღვრულ ახალ მოთხოვნებზე. საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას. 2019 წლის იანვარში მიღებული ორგანული კანონის მიხედვით,  შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე შეამოწმოს ინპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100-დან 50 ათას ლარამდე მერყეობს.