საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას ადგილზე გაეცნენ.
ბათუმს მალე უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატება, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. ასევე, აქტიურ სტადიაზეა 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება.
დღესვე, მთავრობის წევრებმა წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რისთვისაც „ქართუ ფონდის“ მიერ 700 000 ლარია გამოყოფილი.
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით. წელს „ფონდი ქართუს“ მიერ ძეგლების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 მლნ ლარია გამოყოფილი.