საქართველოში აზარტული თამაშების ნეგატიურ გავლენაზე იმსჯელეს საპატრიარქოში.
შეხვედრა საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა. მასში „იუნისეფის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შექმნილი ვერც ერთი კანონპროექტი ახალგაზრდების სრულად დაცვას ვერ უზრუნველყოფს და საჭიროა სისტემური ცვლილებები. პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთი საკითხი კანონპროექტია, რომელიც ითვალისწინებს ასაკობრივ და რეკლამის განთავსების შეზთუდვას.