ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში, საქართველოში მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში არსებული მედიაგარემო, მართლმსაჯულების სისტემა და საარჩევნო რეფორმები იყო.