შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირველი შეხვედრა გამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ახალი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საკითხები და ცესკო-ს მიმართ ნდობის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. არასამთავრობო სექტორის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გასაჩივრების პროცედურებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე გაკეთდა.