მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
კახა კახიშვილმა ხაზი გაუსვა მესამე სექტორისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობას წინასაარჩევნო კამპანიაში. შეხვედრის მონაწილეებს მან ასევე გააცნო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა – გაეცნოს მათ მიერ მოწოდებულ სხვადასხვა დარღვევასა და ხარვეზს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში. მამუკა ბახტაძე გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს აქტიურად საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არასამთავრობო სექტორიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზში და შემდგომი რეაგირების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ მთავრობის ინიციატივა მისთვის მისასალმებელია.