ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. მმართველი პარტიის კანდიდატმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც ბოლო წლებში რეგიონში განხორციელდა. ამასთან, ხახუბიამ ფოთის ტურისტულ პოტენციალს გაუსვა ხაზი.