შეხვედრა ამომრჩეველთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე პანდემიის პირობებში დაჯარიმებულ მცირე მეწარმეს შეხვდა. როგორც მაღაზიის მეპატრონე ამბობს, ის, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 32 ათასით დააჯარიმეს.

ხატია დეკანოიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, მკაცრი სანქციებისგან თავი შეიკავონ. მასალას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.