დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, სოფელ ფიროსმანში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს რთველის დაწყება მიულოცა. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წელს ადგილობრივები განსაკუთრებით რთულ პირობებში არიან, რადგან გაძვირებულია საწვავი, ყურძნის ფასი კი პრაქტიკულად განახევრებულია.