კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია ამომრჩევლებს ზუგდიდში შეხვდა. მოგვიანებით კი ბრიფინგი გამართა, სადაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. მან გააკრიტიკა ხელისუფლება. ისაუბრა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ანაკლიის პორტისა და ზუგდიდის სტადიონის მშენებლობებზე.
სამუშიამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია – საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანების შესახებ და 26 ოქტომბრის არჩევნების მოლოდინზე.