შეხვედრა ამერიკის ელჩთან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლადდანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა. კელი დეგნანმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს. საუბარი შეეხო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც. ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი შანსი გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც ცე ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება.