შეხვედრა აკადემიური წრის წარმომადგენლებთან

ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირება – ამ საკითხის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ბიუროს უფროსთან ერთად, საქართველოს განათლების მინისტრი დაესწრო.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საგანმანათლებლო სფეროში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანად განხორციელებაში.