აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისა და მინისტრობის კანდიდატები უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ხვდებიან. გუშინ გამართულ 6-საათიანი საკომიტეტო მოსმენაზე დროის უდიდესი ნაწილი სწორედ ოპოზიციის შეკითხვებს დაეთმო, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, კითხვებზე მათ კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს და კანდიდატები დღეს ისევ ფრაქციის სხდომაზე დაიბარეს.