დავით სერგეენკო აჭარაში მედიკოსებს შეხვდა.
მინისტრმა ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებზე გაამახვილა. სერგეენკომ შეკრებილების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის მერმა ექიმ-პედიატრ ლამარა კალანდარიშვილს მედიცინის დარგში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა.