შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს – ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა „ჩეთემ ჰაუსში“ გამოსვლისას. ამჯერად სალომე ზურაბიშვილს საკითხთან დაკავშირებით მისი კატეგორიული პოზიცია „არა და არასდროს“ აღარ დაუფიქსირებია და განაცხადა – „ეს იქნება ის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემით გადავწყვეტ და მარტო მე ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი. ეს არ იქნება გარე, ან შიდა ზეწოლის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება“- განაცხადა ზურაბიშვილმა.