კვლავ უცნობია შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სინოდის შუამდგომლობის შემდეგ, მას დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. მისივე ინფორმაციით, საკითხი ძალიან სენსიტიურია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.