შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია

ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიქმნება თუ არა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

კომისიის შექმნის ინიციატორები საკითხის კენჭისყრაზე გატანას ხვალ გეგმავენ. პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკმარისი ხმების მობილიზებას ცდილობს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.