კონსულტაციები ოპოზიციაში

შეიქმნება თუ არა სხვა ახალი პოლიტიკური გაერთიანებებიც. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსები სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებაზე საუბრობენ. პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამომრჩეველმა წინასაარჩევნოდ ერთად იხილოს. მისი თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს გიორგი გახარიას პარტიასთან.

თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ პარტია „ლელო“ და ზურა გირჩი ჯაფარიძე. კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც მიმდინარეობს. მათი თქმით, კატეგორიულად გამორიცხულია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. ახალი პოლიტიკური ერთობების შექმნის შესაძლებლობას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნებაშიც“.