შეიქმნება თუ არა ახალი ალიანსი ოპოზიციურ ფლანგზე

„საქართველოს ევროპული  ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია  საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ვიზიტებს არ გამორიცხავს.  განცხადება ლომჯარიამ „პალიტრას“ ეთერში გააკეთა. ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არსებობს გეგმა, რომელიც საარჩევნოდ ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტიის შექმნას მოიაზრებს. ლომჯარია-ზურაბიშვილთან პოლიტიკური პარტიის შექმნას გამორიცხავს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაოშვილი. მისი თქმით, არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკურ  პარტიასთან აპირებენ თანამშრომლობას.