უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 23 ადამიანი მიწას მიაბარეს.
მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ აფხაზეთიდან 21 სამხედროსა და ორი მოქალაქის ცხედრები გადმოასვენეს. 90-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს დაღუპული 23-ვე პირის იდენტიფიცირება 10 წლის წინ ამოქმედებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა, რომელსაც კოორდინაციას „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი უწევს. სწორედ მისი დახმარებით მიმდინარეობს 92-93 წლებში დაღუპულთა სავარაუდო სამარხების მოძიების და ანალიზების და ლაბორატორიული კვლევების დახმარებით ცხედრების ამოცნობის რთული პროცესი.
მძიმე და ემოციური ისტორიები თათა ტაბეშაძემ მოისმინა.