შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ყირგიზეთში დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამხედროების გარდა არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. სამხედრო დაპირისპირების გამო, სხეულის დაზიანება 144-მა ადამიანმა მიიღო. მათი უმეტესობა – 102 ადამიანი გადაყვანილია ბიშკეკსა და ოშში, შვიდი კი ამბულატორიულ მკურნალობაზეა. დანარჩენები სტაციონარულ მკურნალობას ბატკენის რაიონის ჯანდაცვის ორგანიზაციებში გადიან. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არსებულ ვითარებას დაგეგმილი სამხედრო აქტი უწოდა.