დროებითი ზავი

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების 49-ე დღეს, კატარის შუამავლობით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. 13 მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ადგილობრივი დროით სავარაუდოდ 16:00 საათზე გათავისუფლდება. შეთანხმების პირველ ეტაპზე, „ჰამასი“ ღაზადან 50 მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი კი 150 პალესტინელ პატიმარს გაუშვებს.

შეთანხმების დეტალებსა და მხარეთა პოზიციებს უფრო ვრცლად თამთა რუხაძე გაგვაცნობს.