ინტენსიური შეტაკებების პარალელურად სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები ერთმანეთს მუქარის შემცველი გზავნილებით ესაუბრებიან.
ორივე მხარე საკუთარი სამხედრო უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს. ოფიციალური ბაქო ამტკიცებს, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში უკვე 15-მდე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ახლა ყარაბაღის სამხრეთი ნაწილია, სადაც სომხეთის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა დიდი რაოდენობით სარეზერვო ძალების და სამხედრო ტექნიკის მობილიზება დაიწყო. შეიარაღებულ დაპირისპირებაში უცხო ქვეყნის დაქირავებული მეომრების ჩართვაზე უკვე ორივე ქვეყანა საუბრობს. მრავალწლიან კონფლიქტში აზერბაიჯანის აქტიური მხარდამჭერი ქვეყნის, თურქეთის პირველი დიპლომატი დღეს ბაქოში ჩავიდა.