საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ლევან იზორიამ პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.