ისევ უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სატვირთო მანქანების კოლონა რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დამაკავშირებელ გზაზე.
მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ მათ არ იციან როდის შეძლებენ რუსეთში ტვირთის ჩატანას. ზოგიერთ მათგანს სატვირთო ავტომობილებით მალფუჭებადი პროდუქტი გადააქვს, ამიტომ საცობში დიდი ხნით დგომამ შესაძლოა ტვირთის გაფუჭება გამოიწვიოს. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ტურისტულ სეზონზე რუსულ მხარეს მათ გატარებასთან დაკავშირებით ლიმიტი აქვს დაწესებული. უწყება კი პრიორიტეტს ტურისტებს და მსუბუქ ავტომობილებს ანიჭებს.
სატვირთო ავტომობილების ნაწილი ამ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გააჩერეს.