შეფასებები ვანო მერაბიშვილზე

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებსა და ხელისუფლების დამხობის პირობაზე კვლავ კეთდება შეფასებები.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი სურვილების მოსმენა მოულოდნელი არ არის, თუმცა ქვეყანაში არეულობის დაწყების შესაძლობლობას არავის მისცემენ. ვანო მერაბიშვილის თანაგუნდელები კი განმარტავენ, რომ ყოფილი პრემიერი სიტყვა „დამხობაში“ ხელისუფლების მშვიდობიანი გზებით შეცვლას გულისხმობდა.