საქართველოში კანაფის პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტზე გატანის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. „კონსერვატორები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ამ ნაწილის მხარდაჭერას არ აპირებენ.
ინიციატივაში რისკებს ხედავს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც. დეპუტატების შეფასებებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ იზიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მოხდა. პროექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა.