შეფასებები სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხზე
მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მოქალაქეობის დაბრუნება სამართლებრივი საკითხია და ეს არის კონკრეტული ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის გადასაწყვეტი. მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველო-უკრაინის პარტნიორულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართლიანია.