არაერთგვაროვანი პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს იმ ნაწილსაც, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.
მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, არჩევნებში მმართველი პარტიის შესაძლო არმონაწილეობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ელჩებმა აიძულეს. ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადების დროს სიტყვა შანტაჟი და მუქარაც ახსენა. თუმცა ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ივანიშვილსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრას პირადად ესწრებოდა.
მმართველი გუნდი ექს-პრეზიდენტის ბრალდების მიღმა ელჩების დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს და შესაბამის რეაგირებას ელოდება.